Website is working in a trial mode

(Old version)
  • For Students
    left arrow
  • For applicants
    left arrow
  • research
  • Alumni
  • International
  • Innovation Center
  • geo
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    უნგრელი პროფესორის ვიზიტი

    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტეტს ეწვია მიშკოლცის (უნგრეთი) უნივერსიტეტის ასოცირებული პროფეორი, მიშკოლცის უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის დირექტორი დანიელ კუტორი. 
    10 ივნისს, იგი მიიღო ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიორგი ღაღანიძემ.
    უნგრელი პროფესორი ასევე შეხვდა თსუ ეკონომიკური პოლიტიკის კათედრის ხელმძღვანელს, პროფესორ რევაზ გველესიანს, პროფესორ-მასწავლებლებს და სამრეწველო პოლიტიკის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელს, ასოცირებულ პროფესორ ეკა ლეკაშვილს. აღსანიშნავია, რომ მიშკოლცის უნივერსიტეტთან და პირადად ბატონ დანიელ კუტორთან თსუ ეკონომიკური პოლიტიკის კათედრას თანამშრომლობა 2013 წლიდან იღებს სათავეს.
    იმავე დღეს, მაგისტრებისა და დოქტორანტებისთვის გაიმართა უნგრელი პროფესორის ლექცია თემაზე: „ჩინური კომპანიების რეინდუსტრიალიზაცია/გაკვეთილები“ (Re-industrialization by Chinese companies/lessons).